a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

info@mua.ge

Tel: +995322180188

http://mua.ge/

MUA – Architecture & Placemaking

სხვა

არქიტექტურული ბიურო, რომლელიც არის პროექტ „ფაბრიკა“-ს ავტორი. ამით ალბათ ყველაფერი ნათქვამია 13 წლის წინ შექმნილ კომპანიაზე, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა არქიტექტორებს გოგიკო საყვარელეს, დევი ქიტუაშვილს და მათ გუნდს.

გარდა “ფაბრიკას” არქიტექტურული ხედვისა, მათ ეკუთვნით ამ ადგილის სრული კონცეფცია და სივრცის ფილოსოფია. მათ შეძლეს ისეთი სინერგიის დატრიალება, რომ “ფაბრიკაში“ თავმოყრილი ჰოსტელი, კაფეები, ბარები, სახელოსნოები, მაღაზიები თუ სხვა სივრცეები უკვე თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობენ და ამ სივრცეს თავად ანვითარებენ.

იმედია, ეს ექსპერიმენტების მოყვარული გუნდი, რომელსაც უყვარს ახალი ტრენდების დაწესება, აქვს საერთაშორისო გამოცდილება და კარგად ფლობს უმაღლეს ტექნიკურ სტანდარტებს, “ფაბრიკაზე” არ გაჩერდება და განაგრძობს საკუთარი იდეების განხორციელებას, რადგან ამას ყველასათვის გარდა სიამოვნებისა, დიდი სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის.