a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Yuri Segalerba – The Nuclear City

By Art Up - Street Gallery

05.08 - 19.08.2020

Starts At

12:00

Ends At

12:00

ფაბრიკა მოხარულია 5 აგვისტოდან უმასპინძლოს Art | Up – Street Gallery და F-Orma Network -ის პირველ ერთობლივ გამოფენას საქართველოში, გენუელი ფოტოგრაფის იური სიგალერბას პროექტს სახელწოდებით “ბირთვული ქალაქი”. ნამუშევრები გამოიფინება ჩვენ ეზოში –  Art | Up – Street Gallery-ს საგამოფენო სივრცეში.

მზისგან გამომწვარი და მიტოვებული ტერიტორია, რომელიც აშენდა რუსების მიერ, კუბაში ერთადერთი ატომური (დაუსრულებელი) ელექტრსადგურის მუშებითვის საცხოვრებლად, ახლა არის პოსტ-საბჭოთა ქალაქი, დასახლებული კუნძულის ყველა კუთხიდან ჩამოსული კუბელებით. ამ ადამიანებმა უარი თქვეს ძველ ცხოვრებაზე, დატოვეს საკუთარი ქალაქი და სახლები, წავიდენ რუსეთში, ისწავლეს რუსული და ბირთვული ფიზიკა, იმ ოცნებით და მოლოდინით, რომ გახდებოდნენ ე.წ საუკუნის პროექტის “la Obra del Siglo” ნაწილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პროექტი შეჩერდა, რუსები დაბრუნდგენ სამშობლოში, კუბელები, კარგი განათლებით ისევ ჰავანაში, ვარადეროში და მოაში გადაასახლეს, თუმცა დარჩნენ სხვები, დაუსრულებელ ქალაქში, რეაქტორთან ახლოს.

ბიოგრაფია

იური სიგალერბა, ბერლინში მცხოვრები გენოელი ასტისტია, რომელიც გატაცებულია მიტოვებული ინდუსტრიული სივრცეებით, ფოტოგრაფიაში 2009 წლიდან მუშაობს. არქიტექტურის, ინდუსტრიული არქეოლოგიის, სოციოლოგიის და კულტურული უმცირესობების მიმართ ინტერესი შთააგონებს მას, რომ აირჩიოს მოგზაურობის სამიზნეები, ეწვიოს საიდუმლო ადგილებს დედამიწაზე და ასახოს სხვადასხვა სოციალური რეალობები. იურის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ მის ოფიციალურ გვერდს www.yurisegalerba.com

Art | Up – Street Gallery არის ციფრული ხელოვნების განვითარებისთვის შექმნილი მოძრაობა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს. Art | Up – Street Gallery-ს კონცეფცია გულისხმობს ციფრული ხელოვნების ნამუშევრების წარმოდგენას ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებში და ქუჩებში, სრულიად უფასოდ.