a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Towards a Typology of Soviet Mass Housing

14.12.2019

Starts At

19:30

Ends At

21:30

გერმანელი არქიტექტორი და გამომცემელი ფილიპ მოიზერი სოციალისტურ საცხოვრებელ დასახლებებს უკვე დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იკვლევს. თავის ლექციაში ის წარადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე წარმატებულ და გავრცელებულ დასახლებათა ტიპებს. ამავდროულად ლექციაში დიდი საცხოვრებელი დასახლებების ფენომენი სოციალისტური იდეალური საზოგადოების კონტექსტში იქნება განიხილული.

ფილიპ მოიზერი არის Meuser Architekten-ისა და გამომცემლობა DOM-ის ხელმძღვანელი. 1991-დან 1995 წლამდე სწავლობდა არქიტექტურას ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1995-დან 1996 წლამდე Neue Zürcher Zeitung-ში(შვეიცარია) ეწეოდა სარედაქციო საქმიანობას. 1997 წელს Technology Zurich (ETH Zürich)-ის შვეიცარიის ფედერალურ ინსტიტუტში დაამთავრა არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის სამაგისტრო პროგრამა. ბატონი მოიზერი აგრეთვე ფლობს დოქტორის ხარისხს ბერლინის ტექნიკური უნივერისტეტიდან.
2018 წლიდან ის არის ო.მ. ბეკეტოვის ურბანული ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის (ხარკოვი, უკრაინა) საპატიო პროფესორი. ამჟამად ის მუშაობს მონოგრაფიულ წიგნზე იარსკის ძმების შესახებ, რომლებსაც ადრეული 1970-იანი წლებიდან 1990 წლამდე ტაშკენტის ტიპიურ საცხოვრებელ დასახლებების მონოტონურ რეალობაში ფერი და ხელოვნება შეჰქონდათ.
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე
დასწრება თავისუფალია