a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Public Talk by TKID – 1970s to 1980s gangs, graffiti & hip-hop

12.10.2019

Starts At

18:00

Ends At

20:00

Fabrikaffiti Urban Art Fest 2019-ს ლეგენდარული გრაფიტი არტისტი T-KID დააცხრება თავს ნიუ იორკიდან!

გიწვევთ T-KID საჯარო ლექციაზე –  “1970s to 1980s gangs, graffiti & hip-hop”
და მოგვიყვება 70-80-იანი წლების ნიუ იორკის გენგების, მათი ცხოვფების, გრაფიტსა და ჰიპ-ჰოპის სცენაზე.

ადგილი: Fabrika, Jungle Room
დაწყების დრო: 18:00
დასწრება თავისუფალია
ლექციის ენა – ინგლისურო

ლექციის შემდეგ შემოგვიერთდით T-KID-ის შესახებ დოკუმენტური ფულმის ჩვენებაზე – “The nasty terrible Tkid170”

სტუმრის შესახებ:
Julius Cavero, ცნობილი როგორც T-KID 170, ამერიკელი გრაფიტი არტისტია ბრონქსიდან და მას გრაფიტის მეფეს უწოდებენ. დაიბადა 1961 წელს და პატარა ასაკიდანვე ბრონქსის გენგების რიგებს შეუერთდა. გენგებს შორის ერთ-ერთი დაპირისპირებისას შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს და საავადმყოფოში გამოფხიზლებისთანავე გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება გრაფიტის შექმნისთვის მიეძღვნა და აღარასოდეს გაკარებოდა გენგ-ცხოვრებას. T-KID-ის კარიერა 70-იანი წლებიდან იწყება, გამორჩეული სტილის და წარმატებული Train Bombing-ის წყალობით მალევე მიიქცია ყურადღება და ქუჩის ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისთვის – US Embassy Tbilisi, Georgia