a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Modeling of Behavior

08.02.2020

Starts At

19:30

Ends At

21:00

8 თებერვალს, 19:30-ზე, ფაბრიკაში გაიმართება შეხვედრა შაჰრუ იზადისთან.

შაჰრუ იზადი ქცევის მოდელირების ექსპერტი, ტრენერი, სპიკერი და ავტორია. ის ემი უაინჰაუსის სახელობის
საქველმოქმედო ფონდის მიერ დაარსებულ სამკურნალო სახლში ქცევის მართვის ინსტრუქტორი და ჯგუფის
კოორდინატორია. მისი მიზანია წინ წამოწიოს მოტივაციის, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობისა და თვითშემეცნების საკითხები.

მისი ეფექტური და ტოლერანტული მიდგომა ჩვევების შეცვლისადმი ბოლო პერიოდში გაშუქდა BBC რადიოში და ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: “RED MAGAZINE”, “PSYCHOLOGIES”, “THE TELEGRAPH” და „FORBES“. შაჰრუს პირველი წიგნი – „ THE KINDNESS METHOD“ (სიკეთის მეთოდი) 2018 წელს გამოქვეყნდა და 5 ენაზე ითარგმნა. მისი მეორე წიგნი – „THE LAST DIET“ (ბოლო დიეტა) 2019 წელს გამოიცა და დიდ ბრიტანეთში ბესტელერად იქცა.

მისი მიდგომები ხანგრძლივი გამოცდილების შედეგია, რომლებიც თავადაც გამოიყენა დიეტის შემდეგ წონის მატების პრობლემის გადალახვაში, კვებითი ქცევის შეცვლასა და საბოლოოდ თვითშეფასების ამაღლებაში.
შეხვედრაზე შაჰრუ იზადი ისაუბრებს ქცევის მოდელირების, ფსიქიკური ჯანმრთელობის, თვითშეფასების, მოტივაციისა და ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესების ტექნიკებზე და შედეგებზე.

*შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.