a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Lecture – Removers – “Çıkmacılar”

@Impact Hub Tbilisi

21.04.2018

Starts At

17:00

Ends At

19:00

ონურ ჩერიტოღლუს ლექცია მოგვითხრობს სტამბულში, დასანგრევად გამზადებულ შენობებზე მომუშავე ადამიანების შესახებ, რომლებსაც “Removers”- ‘Çıkmacılar’ად მოიხსენიებენ. მათი საქმიანობა, ძველი შენობების ნარჩენების გადამუშვებისა და ამ ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებისგან, შედგება.
Removers”- ‘Çıkmacılar’, 1960-ანი წლებში გამოჩდნენ და მას შემდეგ სტამბულის არაფორმალური განაშენიანების (რაც, თურქულ ენაზე, Gecekondu-დ ანუ „ურბანულ ჯურღმულების“ სახელითაც მოიხსენიება ) ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
თუკი სტამბულის დღევანდელ ურბანულ ტრანსფორმაციას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ არაფორმალური მშენებლობებისა და ტოტალური ურბანული განაშენიანების კონტექსტში, მათი საქმიანობა, თვითგადარჩენაზეა მიმართული. მათი ძალისხმევა – გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის მიერ შემოთავაზებულ პირობებში – მათი ადგილის შენარჩუნებაზეა მიმართული.

————–

ონურ ჩერიტოღლუ ვიზუალური ხელოვანი და მეცნიერია – არქიტექტურული განათლებით. ონური სტამბულში ცხოვრობს და მოღვაწეობს და ცდილობს მის მიერ გამოკვლეული ურბანული ფენომენები სოციალურად ჩართული სახელოვნებო პრაქტიკებითა და ინსტალაციების საშუალებით გადმოგვცეს, რისთვისაც ის სხვადასხვა მედიუმს მიმართავს ხოლმე, იქნება ეს მხატვრობა, ფოტოგრაფია, ვიდეო-არტი თუ მწერლობა.
ონურ ჩერიტოღლუ ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც სტამბულის დასანგრევად გამზადებული შენობების გადამუშავებით დაკავებული ადამიანების საკითხს იკვლევს.
ონური აგრეთვე არის KABA HAT ხელოვანების კოლექტივის წევრი.
http://onurceritoglu.com/

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე