Impact Hub Tbilisi: Startup Alphabet 2019
02.11.2019
იწყება
15:00
სრულდება
17:00
თუ ხარ 11-13 წლის, გაქვს იდეა, ფიქრობ, რომ შეგიძლია თავად შექმნა ახალი პროდუქტი, გინდა გადადგა პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – გააკეთე განაცხადი და მოხვდი “სტარტაპ ანბანში”!
პროექტში მონაწილეობა უფასოა
Impact Hub Tbilisi იწყებს “სტარტაპ ანბანს”, ბავშვებზე მორგებულ, მარტივ და სახალისო ენაზე გადმოცემულ სატრენინგო კურსს. კურსის განმავლობაში ბავშვები თამაშის გზით განავითარებენ იდეებს, შექმნიან ახალ პროდუქტებს და მიიღებენ მონაწილეობას “ფაბრიკაში” გამართულ საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე.
პროექტი მოიცავლს : ხუთი სატრენინგო შეხვედრას, საინფორმაციო შემეცნებითი ექსკურსია ტექნოპარკში და საშობაო გამოფენა-გაყიდვა ფაბრიკაში
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათს, 3 საათიდან 5 საათამდე.
მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადების საფუძველზე
განაცხადი უნდა შეივსოს გუნდურად (2 მონაწილე)
სულ შეირჩევა 20 მონაწილე, 10 გუნდი
მეტი ინფორმაციისთვის გადადი ვებ.გვერდზე: https://startupanbani.ge
განაცხადის გასაკეთებლად მიჰყევი ბმულს: shorturl.at/ltNT3
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, 21:00 საათი.