a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Impact Hub Tbilisi: Startup Alphabet 2019

02.11.2019

Starts At

15:00

Ends At

17:00

თუ ხარ 11-13 წლის, გაქვს იდეა, ფიქრობ, რომ შეგიძლია თავად შექმნა ახალი პროდუქტი, გინდა გადადგა პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – გააკეთე განაცხადი და მოხვდი “სტარტაპ ანბანში”!

პროექტში მონაწილეობა უფასოა

Impact Hub Tbilisi იწყებს “სტარტაპ ანბანს”, ბავშვებზე მორგებულ, მარტივ და სახალისო ენაზე გადმოცემულ სატრენინგო კურსს. კურსის განმავლობაში ბავშვები თამაშის გზით განავითარებენ იდეებს, შექმნიან ახალ პროდუქტებს და მიიღებენ მონაწილეობას “ფაბრიკაში” გამართულ საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე.

პროექტი მოიცავლს : ხუთი სატრენინგო შეხვედრას, საინფორმაციო შემეცნებითი ექსკურსია ტექნოპარკში და საშობაო გამოფენა-გაყიდვა ფაბრიკაში

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათს, 3 საათიდან 5 საათამდე.

მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადების საფუძველზე
განაცხადი უნდა შეივსოს გუნდურად (2 მონაწილე)
სულ შეირჩევა 20 მონაწილე, 10 გუნდი
მეტი ინფორმაციისთვის გადადი ვებ.გვერდზე: https://startupanbani.ge
განაცხადის გასაკეთებლად მიჰყევი ბმულს: shorturl.at/ltNT3

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, 21:00 საათი.