a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Human Rights Fair

16.07.2019

Starts At

17:00

Ends At

20:00

ღონისძიების მიზანია საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების შეკრება თბილისში, რითაც შეიქმნება ინფორმაციის და კონტაქტების გასაზიარებელი პლატფორმა, ასევე საფუძველი ჩაეყრება მომავალ თანამშრომლობას.

ცენტრალურ ქალაქებსა და სოფლებს/რეგიოენებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ასევე რეგიონებში, განსაკუთრებით კი, ეთნიკური/რელიგიურ უმცირესობების თემში, ნაკლებად განვითარებული უფლებადაცვითი აქტივიზმის გათვალისწინებით – აღნიშნული ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსა და ცალკეულ აქტივისტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ და გაუზიარონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები ღონისძიებაზე დამსწრე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს.

გარდა ამისა, 2019 წლის ფორუმი უმასპინძლებს ძლიერ და აქტიურ ქალებს, რომლებიც იბრძვიან სხვისი უფლებების დასაცავად, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, თუმცა მათი საქმიანობა და ის პრობლემები, რის წინააღმდეგაც იბრძვიან, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. აქტიური ქალების, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობების თემის წევრი ქალების როლი, ფასდაუდებელია, რადგან ისინი ხშირად დაბრკოლებებს აწყდებიან არა მხოლოდ როგორც უფლებადამცველები, არამედ როგორც ქალებიც, რომლებიც გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

ღონისძიება გაიმართება 2019 წლის 16 ივლისს. ფორუმი ღია იქნება დაინტერესებული პირებისთვის 17:00-დან 20:00 საათამდე. ფორუმის მისალმება/გახსნა დაიწყება 17:30 საათზე. ღონისძიების ენა: ქართული (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ინგლისურად).

IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია და “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” ახორციელებენ პროექტს, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდა უფლებადამცველ ქალებში ლიდერული უნარების გაძლიერება. 26 თვიანი პროექტი, ევრაზიის 5 ქვეყანაში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. საქართველოში პროექტი თანადაფინანსებულია „ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ“.

დღის წესრიგი
______________________________

17:00 – ფორუმის გახსნა

17:30 – მისასალმებელი სიტყვა

17:45 – დღის წესრიგის მიმოხილვა: რა არის დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში?

17:55 – ვიდეოს პრეზენტაცია

18:10 – პარალელური პანელური დისკუსიები
1) ქალთა უფლებების დაცვა ეთნიკურ და რელიგიურ
უმცირესობებში
2) უფლებადაცვითი აქტივიზმი საქართველოს რეგიონებში
(ამჟამინდელი სიტუაცია, გამოწვევები და
შესაძლებლობები)

19:00 – ფოტოკონკურსის “უცნობი პორტრეტები – ქალები და აქტივიზმი” დაჯილდოების ცერემონია:

19:15 – ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებთან კომუნიკაცია

20:00 – ფორუმის დახურვა