a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Fashion Breakfast and Portfolio Review with IED and Sara Sozzani

06.05.2018

Starts At

10:00

Ends At

13:00

✉Mercedes Benz Fashion Week-ის და BENEXT Fashion Design Contest-ის კოლაბორაციით, IED – Istituto Europeo di Design კონფერენციას გამართავს ფაბრიკა ჰოსტელში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოდით, ვიზუალური ხელოვნებით, დიზაინითა და კომუნიკაციით არიან დაინტერესებულნი.

🕙10:00 – 11:30
პორტფოლიოს მიმოხილვა Sara Sozzani Maino-სთან ერთად (Vogue Italia-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე და Vogue Talents-ის ხელმძღვანელი).

🕛12:00 – 13:00
Jacopo Manganiello და Olga Myelkova-ს გაგაცნობთ IED Fashion and Design კურსების პრეზენტაციას.

📍 Fabrika Hostel- Jungle Room
8 ე. ნინოშვილის ქუჩა
თბილისი, საქართველო

გააქვთ პორტფოლიო ან დასრულებული პროექტი დიზაინის განხრით? წარმოადგინეთ და მიიღეთ რჩევები საერთაშორისო პროფესიონალებისგან. თქვენ გექნებათ საშუალება დაესწროთ პრეზენტაციას, რომელიც აგებულია თამარ ჯაგინოვას, IED Milano – ს მაგისტრანტი ბრენდ მენეჯმენტის და კომუნიკაციების განხრით- წარმატების ისტორიაზე. ის ამომწურავ პასუხს გაგცემთ ნემისმიერ სასწავლებელთან დაკავშირებულ კითხვაზე -სასწავლებლის გადასახადი, საბუთების შეტანის ვადები და რაც მთავარია, ისაუბრებს საერთაშორისო დაფინანსების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება ადგილები შეზღუდულია, რაც იმას ნიშნავს რომ აუცილებელია წინასწარი რეგისტაციის გავლა. დასარეგისტრირებლად საჭიროა შეავსოთ ლინკზე მითითებული ფორმა, ან გააგზავნოთ მეილი შემდეგ მისამართზე: o.myelkova@ied.it – Ms. Olga Myelkova – Area Manager Georgia.