a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Conversas Tbilisi #20 + CinéDOC @ Rooftop Fabrika

06.05.2019

Starts At

20:00

Ends At

22:00

Conversas Tbilisi #20 გეპატიჟებათ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე CinéDOC-Tbilisi-სთან ერთად, სადაც წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში არჩეული ფილმების რეჟისორები და პროტაგონისტი გვეყოლებიან სტუმრად! ისინი გაუზიარებენ საკუთარ იდეებს, შეხდულებებსა თუ გამოცდილებას და აჩვენებენ ამონარიდებს საკუთარი ნამუშევრებიდან, შოთა ადამაშვილი კი შხვედრის ბოლოს რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს.

შეხვედრა გაიამრთება ჰოსტელის სახურავზე.

სტუმრების შესახებ:

Tamar Mshvenieradze (რეჟისორი) – დაუმთავრებელი კინო.

თამარმა განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, 2012 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა).
უკვე 7 წელია მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე – სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატის ანალოგ გადაცემებზე. ამჟამად არის გადაცემა „რეალური სივრცის“ რეპორტიორი და პროდიუსერი.
ტელევიზიის გარდა, თანამშრომლობს სხვადასხვა აუდიო-ვიზუალურ სტუდიებთან როგორც მკვლევარი, ავტორი და რეჟისორი.
გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: “ფასადს მიღმა“ და „მისი საკუთარი ცხოვრება“ რომლის პრემიერაც გაიმართება CinéDOC თბილისის ფარგლებში:
http://www.cinedoc-tbilisi.com/?p=8521&lang=ge

Mari Gulbiani (რეჟისორი) – რა როლი აქვს რელიგიას 21 საუკუნეში

კინორეჟისორი და სცენარის ავტორი მარი გულბიანი მუშაობს მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში. გადაღებული აქვს მხატვრული მოკლემერტაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები. მისი ბოლო ნამუშევარი – ,,სანამ მამა დაბრუნდება’’ არჩეული იყო სარაევოს, სინემედის, ტრიესტეს და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო სექციაში. მიღებული აქვს პრიზები. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ქართული პრემიერა გაიმართება მაისში, CinéDOC-Tbilisi-ს მეშვიდე გამოშვების ფარგლებში:
http://www.cinedoc-tbilisi.com/?p=7784&lang=ge

Shota Adamashvili (მუსიკოსი, ფილმის პროტაგონისტი)- ქანთრი არტისტი საქართველოდან

თუკი თბილისის ქუჩებსა და ბარებში ოდესმე შეგინიშნავთ კოვბოის ჩექმებსა და ქუდში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც აკუსტიკური გიტარის თანხლებით ამერიკულ ქანთრის მღერის, ეს ბოლნისელი შოთა ადამაშვილია. მის ნამღერში უცნაურ აქცენტს შენიშნავთ, რომელსაც გარკვეულწილად ამერიკული სამხრეთული დაჰკრავს, თუმცა ძალიან გამოცდილი ყური ალბათ მიხვდება, რომ ეს ადამიანი დედამიწის სხვა ნახევარსფეროდანაა. შოთა უკვე ათი წელია მუსიკით ცხოვრობს და საქართველოში ერთადერთი ქანთრის მომღერალია. ჯერ-ჯერობით, ამერიკის კონტინენტზე ფეხი არ დაუდგამს, მაგრამ საკუთარ სიმღერებსა და ამერიკელი რედნექების საყვარელ სტანდარტებს ქართულ და ევროპულ პუბლიკას უზიარებს.

ფილმი “თბილისიდან ტენესიმდე”, სადაც თვითონ შოთა არის პროტაგონისტი, ყვება მისი ცხოვრების შესახებ.
http://www.cinedoc-tbilisi.com/?p=7817&lang=ge

შეხვედრა ქართულ ენაზე გაიმართება.
დასწრება თავისუფალია