a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

@CES: World Composition Workshop Series with Ben Wheeler – Part 3

05.05.2018

Starts At

17:00

Ends At

19:00

Creative Education Studio და Ben Wheeler, რომელიც არის ეთნომუსიკოლოგი, ექსერიმენტული მუსიკოსი და Mountains of Tongues-ის დამფუძნებელი, წარმოგიდგენთ ვორქშოპის 3 სერიას.

ვორქშოპები მიზნად ისახავს გააცნოს მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციები და კომპოზიციისა და მუსიკის შექმნის შემოქმედებითი სტრატეგიები.
მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაეცნონ მრავალფეროვან მუსიკალურ სისტემებს და კულტურას ეთნოგრაფიული ჩანაწერებითა და ფილმებით. ვორქშოპი მიზნად ისახავს მონაწილეებმა თავიანთი კომპოზიციის შექმნისთვის გამოიყენონ მოსმენილი ახალი ხმები და ბგერები, თეორიები და სისტემები.

ნაწილი III
თარიღი: 05.05.2018
დრო: 17:00

კავკასიის სიხშირეები: ადგილობრივი ტრადიციები როგორც შემოქმედებითი ინსპირაცია
ბოლო ვორქშოპი შეეცდება გააცნოს მონაწილეებს კავკასიური ტრადიციული მუსიკა როგორც ძველი და გაქვავებული, თუმცა ამავდროულად ახალი მუსიკის შექმნისთვის საინტერესო მასალა. ხშირად კავკასირუი მუსიკა წარმოდგენილია როგორც უცვლელი კულტურული მემკვიდრეობა, რის გამოც ახალი თაობა მათ აღიქვავს ფიქსირებულ ფორმად და ნაკლებად ხდება მათთან ინტერაქცია. ვორქშოპის განმავლობაში კი შევეცდებით ამ კულტურულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს მივცეთ ახალი სიცოცხლე და გავხადოთ ახალი თაობის კომპოზიტორებისა და მუსიკოსებისთვის შესაძლო მუსიკალურ სისტემად.
მაგალითისთვის:
• ინსტრუმენტული მუსიკა საქართველოს სოფლებიდან
• ჩრდილოეთ კავკასიის მუსიკა (დაღესტანი, ჩეჩნეთი, ყაბარდო ბალკარეთი)
• აზერბაიჯანული ქორწილის “გიტარისტები”
• იეზიდების ზურნა მუსიკა

ონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მონაწილეობის მისაღებად. ამისთვის, გამოაგზავნეთ სახელი/გვარი/ვორქსოპის დასახელება/საკონტაქტო ნომერი  მეილზე Info@ces.ge

ვოქრშოპები ჩატარდება ინგლისურ ენაზე დდა უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.

Facebook Event