a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

CES Open Day (Modular Synth & Sound Design)

21.03.2020

Starts At

16:30

Ends At

18:30

14 მარტს, CES წარმოგიდგენთ პროგრამა “მოდულარული სინთეზის და ხმის დიზაინის” 3 თვიანი რპოგრამის პრეზენტაციას.
კურსის ტუტორი გახლავთ ბენ ვილერი, რომელიც კურსს ინგლისურ ენაზე წარმართავს, თუმცა კი ის ფლობს ქართულ ენას და მარტივად შეძლებს კომუნიკაციის დამყარებას მათთანაც, ვინც იდეალურად არ ფლობს ინგლისურ ენას.

რეგისტრაციის გასავლელად მიწერეთ:
სახელი/გვარი/კურსის დასახელება/საკონტაქტო ნომერი.
კონტაქტი:
CES
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2477 588
cestbilisi@gmail.com

კურსის შესახებ:
Synthesis 101 არის სამ თვიანი თეორიულ/პრაქტიკული კურსი
სინთეზისა და სინთეზატორების შესახებ ტრადიციული და მოდულარული სინთეზატორების (Doepfer System-100) ბაზაზე. კურსის განმავლობაში ძირითადი დრო დაეთმობა
სუბტრაქციული სინთეზის (subtractive synthesis) და მოდულარული სინთეზის პრინციპების შესწავლას (modular synthesis)
კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან სინთეზატორის შემადგენელ ძირითად ბლოკებს, მათ გამოყენებს,ხმის დიზაინის ძირითად ტექნიკურ და ფსიქოაკუსტიკურ პრინციპებს, ხმების შექმნას,ელექტრონულ ინსტრუმენტებთან მუშაობის პროცესის მიმოხილვას, მოდულარულ სინთეზატორთან მუშაობის პროცესს.
კურსის განმავლობაში ასევე მიმოვიხილავთ სინთეზის ისტორიასა და ისტორიულად მნიშვნელოვან სინთეზატორებს, გავეცნობით თანამედროვე სინთეზატორებს,მიმოვიხილავთ სხვადასხვა სინთეზის მეთოდებს( ადიციური, FM synthesis, გრანულარული სინთეზი, cross modulation synthesis, etc.) ასევე პრაქტიკულად გავეცნობით სხვადასხვა ინსტრუმენტებს: Doepfer System-100(Modular System), Moog Mother 32, Arturia Minibrute, TeenageEngineering OP-1, PocketPiano, Korg Ms-20, Roland Tr-8, Moog MF-101 filter, Korg Microkorg, Microkorg XL, etc. Koma Electronic FiledKit etc.

სწავლება შედგება როგორც ფიზიკურ სინთეზატორებზე, ასევე Ableton Analog-ისა და VCV Rack (modular software)-ის ბაზაზე.
სტუდენტებს ექნებათ საშუალება იმეცადინონ CES-ის სტუდიაში არსებულ Dopfer A-100 BS2 მოდულარ სინთეზატორზე.

კურსს ექნება თეორიული ლექციების, სტუდენტებთან ერთად დისკუსიების, პრაქტიკული სამუშაოების და საშინაო დავალებების ფორმა. კურსის კონტენტი ადაპტირდება კონკრეტული ჯგუფისათვის.