a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

ომის ფოტოგრაფია თბილისში

24.03 - 02.04.2023

Starts At

12:00

Ends At

23:59

2023 წლის 24 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, პროექტი Re-Source Ukraine-ის ფარგლებში, Fabrika Tbilisi და Magnolia Film Lab ომის ფოტოგრაფიის გამოფენას გორის შემდეგ, თბილისში, კერძოდ ფაბრიკას საგამოფენო დარბაზში უმასპინძლებს.
Re-Source Ukraine მიზნად ისახავს უკრაინელი ხელოვანების მხარდაჭერას, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა არსებული ვითარების გამო დატოვეს და საცხოვრებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი. Საქართველოს გარდა, სხვა ექვსი მეზობელი ქვეყანაც იღებს მონაწილეობას (პოლონეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ჩეხეთი, რუმინეთი, მოლდოვა), რომლებთან ერთადაც ფაბრიკა სხვადასხვა ღონისძიებებს 2023 წლის განმავლობაში უმასპინძლებს.
პროექტის ყველაზე მასშტაბური ღინისძიებაა “უკრაინის თვე” რომელიც ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას აღნიშნავს. ჩვენს მეგობარ ექვს ევროპულ კულტურულ ცენტრში დაგეგმილია ღონისძიებების სერია, რომელიც 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით მიზნად ისახავს უკრაინელი და ადგილობრივი არტისტების მოზიდვას, მათ მხარდაჭერას და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მათი ნამუშევრების გაზიარებას.
“უკრაინის თვის” ფარგლებში, ომის ფოტოგრაფიის გამოფენას ახლა უკვე თბილისშიც წარმოგიდგენთ, სადაც როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების ფოტოკადრებს ნახავთ, ადგილობრივი და უკრაინელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულს.
Re-Source Ukraine პროექტის შესახებ სრულ ინფორმაციას შემდეგ ბმულზე გაეცნობით: https://easthub.teh.net/re…/about-re-source-ukraine/
მონაწილე ფოტოგრაფები:
Vitaliy Yurasov
Arsenii Gerasymenko
Dina Oganova
Kristina Novikova
Sofiia Homin
Alina Panasenko
Ivan Samoylov
Dima Gomberg
Irakli Dzneladze
Leli Blagonrarova
Tbel Abuseridze
Saba Gorgodze