a a a a a a a a a
events
residents
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Phenomena of Lithuanian Photography (1918-2018)

15.09.2018

Starts At

06:00

Ends At

19:30

საქართველოს და ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ლიტველი ფოტოგრაფების ასოციაციამ და კაუნასის ფოტო გალერეამ 100 ლიტვური ფოტო წიგნის კოლექცია დონაციის სახით გადასცა თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის ბიბლიოთეკას, რომელიც 2018 წლის ბოლოს გაიხსნება და რომლის შექმნაზეც თბილისის ფოტო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს.
ლიტვური ფოტო წიგნები, რომლებიც თანამედროვე ფოტოგრაფიულ სცენაზე ხშირად ხდება პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი, 2018 წლის თბილისის ფოტო ფესტივალის პროგრამაში იქნება ნაჩვენები ინსტალაციის სახით.

ლიტვური ფოტოგრაფიის 100 წელი კი ფოტო ჩვენების ფორმატში 30 აღიარებული არტისტის ნამუშევარს წარადგენს! მათ შორის, ფრანგი მწერლის ჟან-პოლ სარტრის პორტრეტებით განთქმული ანტანას სუტკუსს, მაგნუმის ინგლისელი ფოტოგრაფის და მეგავარსკვლავის მარტინ პარის ფავორიტს რიმალდას ვიკსრაიტისს და ა. შ.

“ლიტვური ფოტოგრაფიის ფენომენი (1918-2018)“: დომიკელე ტარაბილდიენე, ვერონიკა შლეივიტე, ანტანას სუტკუსი, ალგიმანტას კუნჩიუსი, რომულდას რაკაუსკასი, ალეკსანდრას მაკიაუსკასი, რომულდას პოჟერსკის, ალგირდას შეკუსი, ვიტაუტას ბალჩიტისი, ვიოლეტა ბუბელიტე, ვიტას ლუცკუსი, ვირგილიუს შონტა, გინტაუტას ტრიმაკას, რემიგიუს ტრეიგისი, რამუნე პიგაგაიტე, ვიტაუტას ვ. სტანიონისი, რიმალდას ვიკსრაიტისი, ვიტაუტას პლეტკუსი, გინტარას ჩესონისი, დარიუს ჟიურა, უგნიუს გელგუდა, დონატას სტანკევიჩიუსი, ენდრიუ მიკსისი, მინდაუგას აჟიუშილის, ვისვალდას მორკევიჩიუსი, გეისტე კინჩინაიტიტე, ინდრე შერპიტიტე.

http://www.tbilisiphotofestival.com/ka/