a a a a a a a a a
events
residents
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

CES Open Day-Basis of Music Theory with Keti Chitadze

13.09.2018

Starts At

20:00

Ends At

21:00

13 სექტემბერს, ხუთშაბათს, გელოდებით ქეთი ჭიტაძის მუსიკის თეორიის საფუძვლების 6 თვიანი პროგრამის წარდგენაზე.

თუკი ხარ მუსიკოსი და ქვემოთ მოცემული ინფორმაცია უცხოდ ჟღერს, ეს შენი კურსია.

პედაგოგი:
ქეთი ჭიტაძე

ხანგრძლივობა:
6 თვე

დრო:
4 საათი კვირაში

ფასი:
1320 ლარი (ნაწილდება 6 სასწავლო თვეზე)

ყველა მსურველს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად მოგვწერეთ: სახელი/გვარი/პროგრამის დასახელება/საკონტაქტო ნომერი.

კონტაქტი:
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
cestbilisi@gmail.com

მუსიკის თეორიის საფუძვლები 6 თვიანი პროგრამაა, კურსის განმავლობაში სტუდენტები დახვეწავენ სმენას, გაეცნობიან მუსიკალური დამწერლობის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს.

კურსი კომპლექსური მეთოდების დახმარებით მიზნად ისახავს ძირითადი ინფორმაციის მიწოდებას მუსიკის შესახებ (ანტიკური პერიოდი, შუასაუკუნეები, აღორძინება, ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, ექსპრესიონიზმი და მეოცე საუკუნის ძირითადი სააზროვნო პრინციპები).

ბგერა და ობერტონების სისტემა
ანტიკური ეპოქის მუსიკა
მუსიკალური წყობები
შუა საუკუნეების მუსიკა
სანოტო დამწერლობა
მეტრი, რიტმი, ტაქტი, ზომა, ტემპი
ინტერვალები
აღორძინების პერიოდის მუსიკა
კილო და ტონალობა
ბაროკოს პერიოდის მუსიკა
აკორდები
კლასიციზმი
ფუნქციონალური სისტემა
აკორდების ჰარმონიული და მელოდიური შეერთება
რომანტიზმი
სეპტაკორდები
მონათესავე ტონალობები
მოდულაცია
იმპრესიონიზმი
ტრადიციული ფორმები
ექსპრესიონიზმი და თავისუფალი ატონალობა
ოსტინატო
დოდეკაფონია და ტოტალური სერიალიზმი
ალეატორიკა
სონორისტიკა
რეპეტიტიული მინიმალიზმი

პრაქტიკული ნაწილი:
რიტმული სავარჯიშოები, სოლფეჯირება
მელოდიის ჩაწერა (კარნახი)
სმენითი და მუსიკალური ტექსტის ანალიზი
აკორდული თანმიმდევრობების შექმნა და დაკვრა

en_USEnglish