CES Open Day-ABC of Graphic Design with Lado Kobakhidze
08.09.2018
Starts At
14:00
Ends At
16:00
8 სექტემბერს გელოდებით ლადო კობახიძის 3 თვიანი პროგრამა-გრაფიკული დიზაინის ანბანის პრეზენტაციაზე.
თუკი გსურთ შემოგვიერთდეთ ღია კარის დღეზე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გასავლელად მოგვწერეთ: სახელი/გვარი/კურსის დასახელება/საკონტაქტო ნომერი.
კონტაქტი:
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
cestbilisi@gmail.com
პედაგოგი:
ლადო კობახიძე
ხანგრძლივობა:
3 თვე
ფასი:
870 ლარი (ნაწილდება 3 სასწავლო თვეზე)
კურსი მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს გრაფიკული დიზაინის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების შესწავლა / ანალიზი, ასევე ორიენტირებულია (გრაფიკული) პროგრამების საბაზო პრინციპების სწავლებაზე , სტუდენტები გაეცნობიან კლიენტებთან ურთიერთობის გავრცელებულ პრინციპებს, პროექტის შემუშავებისა და აღსრულების მეთოდებს. კურსი ასევე მოიცავს მოწვეული (დიზაინერების) სტუმრების პრეზენტაციებსა და workshop-ებს.
“გრაფიკული დიზაინის ABC” 3 თვეზე გათვლილი პროგრამაა. ის შედგება რამდენიმე ძირითადი ნაწილისგან:
1. Adobe Photoshop-ის ძირითადი პრინციპები;
2. Adobe Illustrator-ის ძირითადი პრინციპები;
3. გრაფიკული დიზაინის განვითარება, თანამედროვე ტენდენციები და ვიზუალური კომუნიკაცია;
4. დიზაინის შემუშავების პროცესი;
5. ტიპოგრაფია, ტექსტთან მუშაობის პრინციპები;
6. შეფუთვის დიზაინის პრინციპები;
7. ფერთა პალიტრა და პოლიგრაფიული პრინციპები;
8. გაცნობითი workshop-ი web და app დეველოპმენტზე – პედაგოგი: გიორგი მირიანაშვილი
9. კურსის დასკვნითი ეტაპი ეთმობა რეალური პროექტის შემუშავების პროცესს, სადაც კურსის წევრები პრაქტიკაში ეუფლებიან განვლილ მასალას და ახდენენ დაუფლებული უნარ-ჩვევების გამოვლენას.