a a a a a a a a a
events
residents
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

ARAR – All Rights Are Right

Art Up - Street Gallery

03.09 - 17.09.2020

Starts At

12:00

Ends At

12:00

3 სექტემბრიდან, ფაბრიკაში წარმოგიდგენთ Art | Up – Street Gallery და F-Orma Network-ის მეორე ერთობლივ გამოფენას საქართველოში, ფლორენციელი არტისტის დანიელე საკარდის aka Mr. Pulp პროექტს თანასწორობაზე, სახელწოდებით “ARAR” – “All Rights Are Right”. ნამუშევრები გამოიფინება Art | Up – Street Gallery-ს საგამოფონო სივრცეში-ფაბრიკის ეზოში.
“ARAR” არის პროექტი, რომელიც შეეხება თანასწორობას. უამრავი ცნობა არსებობს ადამიანების ღიმილისა და კონტაქტის შესახებ. ადამიანების რაობა, რომელიც ნახატებში ნეიტრალურ და თითქმის ანდროგინულ ფორმებშია წარმოდენილია, ყველა ცოცხალ არსებას ერთ დონეზე აყენებს. ბუნებაში, ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი. ემოციას არ გააჩნია ფერი და რასა, არც არასდროს უნდა ჰქონდეს. ფერები სავსეა, ჩრდილების გარეშე, რადგან ამ პროექტში არ არსებობს პოზიციები.
პროექტის “ARAR” – “All Rights Are Right” ავტორია ფლორენციელი არტისტი დანიელე საკარდი aka “Mr. Pulp”. მან ხატვა ბავშვობიდან, ბებიის ნაჩუქარ დღიურებში დაიწყო, მიკი მაუსის კომიქსების რეპროდუქციით. მისი სახელოვნებო განათლება საშუალო სკოლიდან დაიწყო, პროფესორთან ერთად, რომელიც მოგვიანებით მისი მენტორი გახდა. დანიელეს სტილი, წლებთან ერთად განვითარდა და შეიცვალა, დაწყებული ცხოვრების ჩანახატებით, მკვეთრი და გეომეტრიული ფორმებით, ხელით და ციფრულად შესრულებული კოლაჟებით, დასრულებული ბოლო გადაწყვეტილებით, რომ ხელით ეხატა.
Art | Up – Street Gallery არის ციფრული ხელოვნების განვითარებისთვის შექმნილი მოძრაობა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს. Art | Up – Street Gallery-ს კონცეფცია გულისხმობს ციფრული ხელოვნების ნამუშევრების წარმოდგენას ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებში და ქუჩებში, სრულიად უფასოდ.
F-Orma არის ადგილობრივი და საერთაშორიო საგამოფენო სივრცეების გაერთიანება, რომელიც მასპინძლობს და ხელს უწყობს ახალგაზრდა, კრეატიული არტისტების პროექტების და ნამუშევრების წარმოდგენას სხვადასხვა ქვეყნებში.