Tel: +995322420442
ყოველ მეორეს ფაბრიკაში ხელში უჭირავს აზიური ყუთი და ჩხირები – “უკვე”-დან.
შესაძლოა არავინ მოელოდა ფაბრიკაში აზიური სწრაფი კვების ობიექტის ნახვას, მაგრამ ფაბრიკა სწორედ მოულოდნელი გადაწყვეტილებებით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ქართული ტრადიციული საჭმლით სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა და ამიტომ, არასოდეს ვიტყვით უარს ჩავდგეთ “უკვეს” რიგში და შევუკვეთოთ ორაგულის ან კრაბის როლები, აზიური ატრია ქათმით ან ბოსტნეულით.
ძალიან ხშირად ,,უკვეს’’ ოფისებში ან სახლში იძახებენ.
ფრთხილად! ყველაზე სწრაფი კურიერები ქალაქში „უკვე“-ს ყავს – 40 წუთში ჩაგაბარებენ შეკვეთას.
ფაბრიკაში თუ მოხვალთ, შეკეთა 12 წუთში იქნება მზად და შემდეგ თავად გადაწყვიტეთ იქვე პატარა მყუდრო სივრცეში მიირთვათ თუ თან წაიღოთ და ეზოს საყვარელ მონაკვეთში გემრიელად ჩამოჯდეთ.