a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

12:00 - 00:00

Tel: +995322900929

Tone

კაფე / ბარი / რესტორანი

შესანიშნავი კერძები, შესანიშნავი ღვინო და რა თქმა უნდა – თონის პური!

დებმა თაკომ და ნატომ პირველად გახსნეს საკუთარი რესტორანი და ძალინა მალე აქციეს „თონე“ პოპულარულ ადგილად.

აქცენტი თონის პურზე, ღვინოზე და ყველზე გააკეთეს – ქართული სუფრის სამი მთავარი შემადგენელი ნაწილი. არჩევანი ნამდვილად ამართლებს.

ცივ დღეებში საოცრად სასიამოვნოა ადგილზე გამომცხვარი პატარა ცხელი თონის პური, ყველის აუარებელი სახეობა და არომატული წითელი ღვინო.

ზაფხულში ცივ მსუბუქ თეთრ ღვინოს საოცრად უხდება თონის სენდვიჩი სულგუნით, პესტოთი და სახლში დამზადებული მზეზე გამომშრალი პომიდვრებით.

დებმა ჩვენთვის სახლის საიდუმლო რეცეპტებით დამზადებული პაშტეტებიც არ დაიშურეს, თუმცა თავად რეცეპტს არავინ გაგვიმხელს. ასევე არავინ გვეტყვის “თონეს” იდეალური სტეიკის საიდუმლოს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში, რაც დიდი განაცხადია სულ ახალი ადგილისათვის.

სხვათაშორის  თონის პურის გამოცხობა თავად შეგიძლიათ პირდაპიდ ფაბრიკას ეზოში არსებულ თონეში, რომელიც მადისაღმძვრელ არომატს აფრქვევს.