a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

info@popolo.ge

Tel: 599 20 75 56

Popolo

კაფე-ბარი-რესტორანი

პოპოლოს შემქმნელი შვეიცარიაში დაბადებული რაინერია, რომელიც თბილისში 2020 წელს გადმოვიდა და აქაურობა თავის სახლად აქცია. პიცის ცხობის გამოცდილების გარეშე, მან თავისი მონდომებით შეძლო და შექმნა პოპოლოს მყუდრო ინტერიერი, თავისი უნიკალური ხის და გაზის ღუმელით.

ფაბრიკას ეზოში მდებარე პოპოლო მრავალფეროვანი გემოვნებების მქონე ადამიანებზე მორგებულ მენიუს გთავაზობთ. ისიამოვნეთ კლასიკებით, როგორიცაა მარგარიტა ან სცადეთ რაიმე ახალი, მაგალითად Rustica და Pizza Napoli.

პოპოლოში პიცის გარდა შეგიძლია მიირთვა გენიალური, ლორის და პესტოს სენდვიჩები, პარმეზანის, რუკოლას, იქვე დამზადებული პესტოს და ბალზამიკოსგან დამზადებული.

პოპოლოს ახლა უკვე ბარიც აქვს, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ სხვადასხვა გემრიელი კოქტეილით, მაგალითად Limoncello Spritz, Negroni და Basil Smash. ამას გარდა დაგხვდებათ Petnat ღვინოების არჩევანიც და სხვა. ბარი ღიაა შაბათ-კვირას.

პოპოლოს სტუმრობისას არ დაგავიწყდეთ დააგემოვნოთ მათივე დამზადებული უგემრიელესი ნაყინი.

მოდი პოპოლოში და შეხვდი რაინერს, რომელიც პირადად გაგიზიარებს თავის საინტერესო გზას. მიუხედავად იმისა ხარ თუ არა პიცის, კოქტეილის, სენდვიჩის თუ უბრალოდ სასიამოვნო გარემოს მოყვარული, მოდი პოპოლოში, რადგან პოპოლოს აქვს რაღაც ყველასთვის.

ka_GEGeorgian