11:00 - 01:00
Tel: 995599090027
Moulin Electrique
“მულენ ელექტრიკი” თბილისის ლეგენდალური ბარია.
ლესელიძის მულენის და ფაბრიკის მულენის შედარებას ისევე არ აქვს აზრი, როგორც “ნათლიმამა 1“-ის შედარებას“ნათლიმამა” 2-თან. ორივე ძალიან უყვარს სტუმრებს.
სხვათაშორის სტუმრებს რაც შეეხება, მულენი პუბლიკის ნაკლებობას არასოდეს უჩივის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სოციალური მედიით არ სარგებლობს. მაგრამ ვერ ნახავ ვერც უცხოელს და ვერც ადგილობრივს, რომელსაც ერთი ძალიან მხიარული პარასკევი საღამო მაინც არ აქვს აქ გატარებული.
ლიზა და ბახა – ამ ადგილის სულისჩამდგემლები არიან. სწორედ ისინი ქმნიან მულენს. ინტერიერის დიზაინი, მენიუ და ატმოსფერო – ყველაფერი ლიზას და ბახას მოფიქრებული და თავიანთი ხელით შექმნილია.
ყველაფერთან ერთად მათ იციან ბედნიერების მარტივი რეცეპტი, რომელიც მენიუში შეგიძლიათ ამოიკითხოთ – სტეიკ-სალათი, ხაჩაპური მულენურად და სახლის ლიმონათი.