13:00 - 21:00
აქ არის ყველაფერი, რაც სკეიტერს სჭირდება, რომ იყოს ჭეშმარიტი სკეიტერი!
Margo Skate Shop არის პირველი სკეიტების მაღაზია თბილისში, სადაც შეხვდებით სკეიტერების საყვარელ და ცნობილ ძველი სტილის თუ უახლესი ტენდენციების ბრენდებს – დაფებს, ბორბლებს, დეტალებს. აქვეა პატარა მაგიდა, სადაც თქვენი ხელით შეაკეთებთ თქვენსავე დაფას აქაური ინსტრუმენტების გამოყენებით. და აქვე შეიძენთ Mango Club-ის და Tamra-ს მაისურებს, ჰუდებს და ქუდებს.
გინდათ შეუერთდეთ ქართველი სკეიტერების „კომუნას“? მაშინ მხოლოდ Margo Skate Shop-ში მოსვლა და დაფის შერჩევა დაგრჩენიათ.
P.S. სხვათაშორის, თამრა ერთ-ერთი რეჟისორია დოკუმენტური ფილმის ,,როცა დედამიწა მსუბუქია’’. ფილმი თბილისის სკეიტერებზეა და ნამდვილი სკეიტერივით შემოიქროლა უამრავი საერთაშორისო ფესტივალი. ამ ფილმის რამდენიმე გმირი Margo Skate Shop-ში მუშაობს და მათ აუცილებლად გადაეყრებით.