a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

13:00 - 21:00

Margo Skate Shop

მაღაზია

აქ არის ყველაფერი, რაც სკეიტერს სჭირდება, რომ იყოს ჭეშმარიტი სკეიტერი!

Margo Skate Shop არის პირველი სკეიტების მაღაზია თბილისში, სადაც შეხვდებით სკეიტერების საყვარელ და ცნობილ ძველი სტილის თუ უახლესი ტენდენციების ბრენდებს – დაფებს, ბორბლებს, დეტალებს. აქვეა პატარა მაგიდა, სადაც თქვენი ხელით შეაკეთებთ თქვენსავე დაფას აქაური ინსტრუმენტების გამოყენებით. და აქვე შეიძენთ Mango Club-ის და Tamra-ს მაისურებს, ჰუდებს და ქუდებს.

გინდათ შეუერთდეთ ქართველი სკეიტერების „კომუნას“? მაშინ მხოლოდ Margo Skate Shop-ში მოსვლა და დაფის შერჩევა დაგრჩენიათ.

P.S. სხვათაშორის, თამრა ერთ-ერთი რეჟისორია დოკუმენტური ფილმის ,,როცა დედამიწა მსუბუქია’’. ფილმი თბილისის სკეიტერებზეა და ნამდვილი სკეიტერივით შემოიქროლა უამრავი საერთაშორისო ფესტივალი. ამ ფილმის რამდენიმე გმირი Margo Skate Shop-ში  მუშაობს და მათ აუცილებლად გადაეყრებით.

ka_GEGeorgian