a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

tbilisi@impacthub.net

Tel: +995577425611

https://tbilisi.impacthub.net/

Impact Hub Tbilisi

სხვა

თუ ეძებ სამუშაო სივრცეს, დაუფიქრებლად გირჩევთ Impact Hub-ს!

Impact Hub-ი არის ერთიანი სამუშაო სივრცე, ე.წ. ქო-ვორქინგი, რომელიც 20000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს 100-ზე მეტ ჰაბში მსოფლიოს გარშემო.

სამუშაო სივრცე 24/7 ღიაა და ისეა მოწყობილი, რომ მოსაწყენ ოფისთან საერთო არაფერი აქვს: ნათელი, მცენარეებით სავსე, კარგად გადანაწილებული სამუშაო მაგიდებით და სამზარეულოთი, სადაც ყავა, ჩაი და სასმუსნაო ყოველთვის დაგხვდებათ.

Impact Hub არ გეგონოთ მხოლოდ სამუშაო სივრცე. აქ ხშირად იმართება  საგანმანათლებლო ღონისძიებები, სოციალურ თემებზე აქცენტირებული ლექციები და სოციალური მეწარმეებისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამები. მუდმივად იმართება დისკუსიები ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე.

ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლობის შედეგად იბადება უამრავი ახალი იდეა და ინიციატივა.

ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Impact Hub მთელს ფაბრიკაში ყველაზე მულტიკულტურული ადგილია.

თუ ხარ მოტივირებული, ენტრეპრენორი და გსურს და გჯერა, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეგიძლია შეცვალო, Impact Hub სწორედ შენთვისაა!