a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

12:00 - 20:00

Tel: +995322434375

https://flyingpainter.com/

Flying Painter

არტისტის სტუდია , მაღაზია

“მფრინავი მღებავი” სამკერვალოა, სადაც ყველა ნივთს სოციალური, პოლიტიკური და ხშირად იუმორით და ირონიით სავსე დატვირთვა აქვს.

მაღაზიაში წარმოდგენილია არტისტების მიერ შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები, დიზაინერების კოლექციები და რაც ყველაზე საინტერესოა, ნამდვილი საბჭოთა ვინტაჟი.

ეკა, ბობო და ნატუკა – სწორედ ისინი არიან მაღაზია-სამკერვალოს სულისჩამდგმელები.

მათ კოლექციებს ყოველთვის მნიშველოვანი შინაარსი აქვთ.

,,პაკო’’ – კონსტიტუცია ჯიბეში, სოციალური თემებით და ბოლო დროის პროტესტებითაა შთაგონებული. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირი მნიშვნელობით დაპრინტულია ჯიბეების სარჩულზე, რათა საჭირო დროს შევძლოთ მათი ამოტრიალება და ჩვენება.

კოლექცია ,,ნინოს’’ კი სრულიად განსხვავებულ ისტორია აქვს. “ნინო” ერქვა იმ სამკერვალო ფაბრიკას, სადაც დღეს ფაბრიკაა. აქ იკერებოდა ტანსაცმელი საბჭოთა კავშირელი ქალბატონებისთვის, რომლებიც იმ დროს მხოლოდ რკინის ფარდის მიღმა არსებულ მოდაზე ოცნებობდნენ.