12:00 - 20:00
ceramicstudio1300@gmail.com
Tel: 995591407073
Ceramic Studio 1300
თანამედროვე, არტისტული და ლამაზი – ეს 3 სიტყვა საკმარისია კერამიკული სტუდია 1300-ზე საუბრის დროს.
1300 გრადუსი ცელსიუსი კერამიკის ღუმელის მაქსიმალური ტემპერატურაა, რომელშიც თიხას აცხობენ. ეს “ცხელი” სტუდია ორი მეგობრის, ირინას (ჯიბუ) და ტასოს გახსნილია, რომლებიც დღეს მთელ თავიანთ დროსა და რესურსს ამ სტუდიას უთმობენ.
ფაბრიკაში მათ ფუტკრებს ვეძახით – მუდმივად საქმიან ფუსფუსში გართულები არიან.
ოთხი გოგონასგან შემდგარი გუნდი ახერხებს შექმნას ნივთები, მსგავსი რომ არსად გექნებათ ნანახი: ფაქიზი და ამასთანავე განზრახ ფორმადარღვეული ფერადოვანი ფინჯნები და თეფშები, კერამიკული ფილები, მაგნიტები, ხილის ვაზები და ორიგინალური არტ-ობიქტები.
სტუდია ხშირად თანამშრომლობს ადგილობრივ მხატვრებთან და მათი საავტორო ნახატები გადააქვს კერამიკაზე – თითოეული ნივთი უნიკალური და საუკეთესო საჩუქარია.
თუ თავად გსურთ მოსინჯოთ ძალები კერამიკის ნივთების დამზადებაში, ჩაერთეთ მათ ვორქშოპებში – გამოძერწეთ, მოხატეთ და სამახსოვროდ თან წაიღეთ.