სტარტაპ დისკუსია გიორგი ჩუგოშვილთან
21.12.2019
იწყება
19:00
სრულდება
21:00
დისკუსიის სტუმარია Phubber App-ის თანადამფუძნებელი Giorgi Chugoshvili.
ფაბერი ციფრული პლატფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვისთვის გამოუყენებელი ნივთი, ჩვენთვის გამოსაყენებელი გავხადოთ. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი ნივთი.
გიორგი გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მოგვიყვება როგორ შეძლო ფაბერმა სულ მცირე დროში გამხდარიყო საქართველოში ტანსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია.
სტარტაპ დისკუსიას 21 დეკემბერს, 19:00-ზე ფაბრიკის საშობაო ბაზრობა უმასპინძლებს!
დისკუსიაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.