დიდი სიხარულით ვაცხადებთ, CES-ში გაიხსნა “სიმღერის შექმნის და მუსიკის წარმოების” რიგით 17-ე ჯგუფი.
ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრა შედგება – ხუთშაბათს, 6 თებერვალს, 20:30 საათზე.
პედაგოგები: ნატალია ბერიძე / ნიკა მაჩაიძე
ხანგრძლივობა: 3 თვე
დრო: 4 საათი კვირაში
ფასი: 1290 ლარი (ნაწილდება 3 სასწავლო თვეზე)
ჯგუფში დარჩენილია 3 ადგილი.
რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ მოგვწეროთ: სახელი/გვარი, პროგრამის დასახელება, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
პროგრამას შეგიძლიათ შეუერთდეთ თუკი ეუფლებით რომელიმე/ნებისმიერ აუდიო პროგრამას: Ableton Live/FL/Cubase/Logic…
მუსიკის წარმოების 3 თვიანი პროგრამა დაფუძნებულია თანამედროვე მუსიკის წარმოებაზე, კომპოზიციის ნოლიდან აწყობაზე და პროდუსირებაზე.
კურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, თანამედროვე კლასიკურ, პოპ, ან კინო მუსიკის ჟანრს, ასევე სიმღერის წერას და სხვა ექსპერიმენტულ მიმდინარობებს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის საკუთარი ინდივიდუალური ბგერის აღმოჩენას და შემეცნებას.
აღნიშნული პროგრამა უკვე 12 წლის მანძილზე მიმდინარეობს CES-ში, რომლის ფარგლებშიც ისწავლა 15-მა ჯგუფმა, არაერთი მუსიკალური გამოცემა განხორციელდა დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემლობა CES Records-ზე, მათ შორის: Sleepers Poets Scientists, If Strangers და სხვა…