შაბათს, 8 თებერვალს, 4 საათზე, ფაბრიკას Jungle Room-ში ლევან ღამბაშიძე წაიკითხავს ლექციას: “ორუელი 1984/2025: ინსტრუქცია ტოტალიტარიზმის გასააზრებლად”.
ვითარება, რომელშიც დღეს ქართული სახელმწიფო იმყოფება, პოლიტიკა, რომელსაც თვითგამოცხადებული მთავრობა ატარებს, ძალიან ჰგავს ყველა იმ დისტოპიურ ნაწარმოებსა თუ ფილმს, რომელიც ავტორიტარული თუ ტოტალიტარული სახელმწიფოების შესახებ შექმნილა. ეს გასაკვირი არც არის: ყველა დემოკრატიული სახელმწიფო სხვადასხვანაირია, ხოლო ყველა ავტორიტარული მსგავსი.
ამიტომაც, დღეს საქართველოს მოქალაქისათვის ათმაგად უფრო მნიშვნელოვანია სპეციალური ცოდნით იყოს აღჭურვილი, რომელიც ერთის მხრივ რეალობის უკეთ აღწერის საშუალებას, და მეორეს მხრივ ძალადობრივი სისტემისათვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს.
ასეთი ცოდნა კი ალბათ ყველაზე კარგად ჯორჯ ორუელის ნაწარმოებში 1984 არის თავმოყრილი.
ეს წიგნი დღეს ჩვენთვის არის ხელსაწყო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ჰქონდეს წაკითხული.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, 12 დღით ადრე გთხოვთ, გაიხსენოთ ან პირველად წაიკითხოთ ორუელის 1984, რათა ლექციის მსვლელობისას უფრო ღრმად გააანალიზოთ წიგნში ასახული რეალობა და პარალელები დღევანდელ მდგომარეობასთან.
8 თებერვალს კი ლევან ღამბაშიძე წაიკითხავს ლექციას ამ წიგნთან დაკავშირებით, სადაც განიხილავს წიგნში აღწერილ ყველა რეპრესიულ მეთოდს თუ ტექნიკას, რომელსაც ტოტალიტარული სახელმწიფოები მიმართავენ ხოლმე.
აღნიშნული შეხვედრა მცდელობაა, რომ ამ წიგნის წყალობით გავაანალიზოთ დღეს საქართველოში არსებული ვითარება. ვნახოთ როგორ ხელმძღვანელობს თვითაღიარებული მმართველი პარტია ტოტალიტარული რეჟიმებისთის დამახასიათებელი საუკეთესო გამოცდილებებით, როგორ იყენებს ის პროპაგანდას, ძალადობას, წამებას და სხვა მეთოდებს ადამიანური თავისუფლების ჩასახშობად.
მისამართი: Jungle Room, Fabrika Tbilisi
თარიღი: 8 თებერვალი
დრო: 16:00