თინა ჩერტოვას გამოფენა – Dreamingstan
05.03 - 15.03.2018
იწყება
12:00
სრულდება
00:00
გიწვევთ თინა ჩერტოვას ნამუშევრების გამოფენაზე – Dreamingstan – ფაბრიკას ეზოში განთავსებულ ქუჩის გალერეაში.
გამოფენა იმართება ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში. ამ თვის აღნიშვნის მიზანია ქალთა ისტორიული მიღწევების და მათი მნიშვნელობის წარმოჩენა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
პროექტის ავტორია Artup.ge, რომლის მიზანია ციფრული ხელოვნების პოპულარიზაცია. ქუჩის გალერეა აძლევს არტისტებს შესაძლებლობას გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები თბილისის და ბათუმის ქუჩებში განთავსებულ არტ ბოქსებში.