სახვითი ხელოვნების რეზიდენცია ONETWOSTUDIOS-ში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, “სანამ სიკვდილი არ გამამთელებს” – 28.02 – 03.03 Fabrika Project Space-ში.
დაბადება ყოველთვის ძალადობრივ გამოძევებად წარმომედგინა—სიცარიელიდან აღმოცენებული სხეული, რომელიც პირველივე ამოსუნთქვიდან ბერდება, სნეულდება, და საბოლოოდ ამ ქაოტური ციკლის ყველაზე აღქმად და უტყუარ კულმინაციას აღწევს.
ევგენი კურიგიანი არის მულტიმედია არტისტი ბათუმიდან, ტატუს ხელოვნების გამოცდილებით, რომელიც ტილოზე ფსიქოტურ ქაოსს გადმოსცემს.