a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

გრაფიკული დიზაინის ანბანი [ღია კარის დღე] @CES

28.04.2025

იწყება

19:00

სრულდება

CES-ში დაწყებულია რეგისტრაცია „გრაფიკული დიზაინის ანბანის“ 3 თვიან პროგრამაზე.
ღია კარის დღე ჩატარდება 28 აპრილს, 19:00 საათზე.
გრაფიკული დიზაინის ანბანის კურსი მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს გრაფიკული დიზაინის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების შესწავლა / ანალიზი, ასევე ორიენტირებულია (გრაფიკული) პროგრამების საბაზო პრინციპების სწავლებაზე , სტუდენტები გაეცნობიან კლიენტებთან ურთიერთობის გავრცელებულ პრინციპებს, პროექტის შემუშავებისა და აღსრულების მეთოდებს. კურსი ასევე მოიცავს მოწვეული (დიზაინერების) სტუმრების პრეზენტაციებსა და workshop-ებს.
“გრაფიკული დიზაინის ABC” 3 თვეზე გათვლილი პროგრამაა. ის შედგება რამდენიმე ძირითადინაწილისგან:
1. Adobe Photoshop-ის ძირითადი პრინციპები;
2. Adobe Illustrator-ის ძირითადი პრინციპები;
3. გრაფიკული დიზაინის განვითარება, თანამედროვე ტენდენციები და ვიზუალური კომუნიკაცია;
4. დიზაინის შემუშავების პროცესი;
5. ტიპოგრაფია, ტექსტთან მუშაობის პრინციპები;
6. შეფუთვის დიზაინის პრინციპები;
7. ფერთა პალიტრა და პოლიგრაფიული პრინციპები;
8. ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპები – პედაგოგი: მარი ნაკანი
9. გაცნობითი workshop-ი web და app დეველოპმენტზე.
10. კურსის დასკვნითი ეტაპი ეთმობა რეალური პროექტის შემუშავების პროცესს, სადაც კურსის წევრები პრაქტიკაში ეუფლებიან განვლილ მასალას და ახდენენ დაუფლებული უნარ-ჩვევების გამოვლენას.
პედაგოგი: ლადო კობახიძე
ხანგრძლივობა: 3 თვე
დრო: 4 საათი კვირაში
ფასი: 1290/990 ლარი (ფიზიკური/დისტანციური) ნაწილდება 3 სასწავლო თვეზე
კონტაქტი:
CES
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
[email protected]
[email protected]
ka_GEGeorgian