ბიზნეს მარათონი 20=200
25.11.2018
იწყება
10:00
სრულდება
23:00
რა არის 20=200?
ეს არის კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით ბიზნეს მარათონი, რომელიც ორიგინალური ბიზნეს იდეების მქონე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი იდეა და შეზღუდული რესურსებით იშოვონ პირველადი საბრუნავი კაპიტალი წარმატებული კომპანიისთვის დასაარსებლად.
რა მოხდება მარათონის ფარგლებში?
მარათონის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის კლუბი “სტუდენტური ძალა” და UG Startup Factory მონაწილეებს უზრუნველყოფს:
– სამუშაო ფართით;
– ბიზნეს კონსულტაციებით;
– საწყისი კაპიტალითა;
– გამოფენა-გაყიდვით, რომელიც ჩატარდება ფაბრიკაში 29 დეკემბერს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ბიზნეს მარათონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი საჯარო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.
კონკურსის წესები:
მონაწილეებს ევალებათ, შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც საწყის კაპიტალს – 20 ლარს გაზრდიან მინიმუმ 200 ლარამდე და დააგროვებენ ყველაზე დიდ მოგებას. მარათონის ფინალური ეტაპი, გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ფაბრიკაში, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე.
ბიზნეს მარათონი 20=200 2013 წლის ბოლოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ “წლის საუკეთესო ახალგაზრდულ პროექტად” დასახელდა.
პროექტი უკვე 8-ჯერ ჩატარდა “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის” მიერ.
პროექტზე რეგისტრაციის ბოლო ვადა – 25 ნოემბერი!
თქვენი გუნდის რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScErj-emtnFuwWx8OHWmwYhySO3KFUWJR7tKHHSXW-yW7LeXQ/viewform
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – 598 855 856