a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Workshop – Digital Storytelling for Journalists and Writers

by Calvert Journal

18.11.2017

იწყება

12:00

სრულდება

13:45

ხართ ჟურნალისტი, ბლოგერი ან მწერალი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებულ სოციალურ საკითხებზე? გჭირდებათ დახმარება თქვენი იდეების განსახორციელებლად და რედაქტორებისათვის წარსადგენად? იცით, რომელია საუკეთესო გზა პუბლიკაციების შესწავლის და თქვენი წინადადების ადაპტირებისთვის?

გიწვევთ ჟურნალ The Calvert Journal-ის უფასო სემინარების სესიაზე თბილისში.

შაბათი 18 ნოემბერი, 12: 00-13:45
ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის 8

შემოგვიერთდით, რათა გაეცნოთ, თუ როგორ უნდა წარადგინოთ და დაწეროთ მასალები სოციალურ თემებზე, საერთაშორისო მედიისათვის. ველოდებით ყველა ასაკის და გამოცდილების ჟურნალისტს, ბლოგერს და მწერალს.

ვორქშოფი საინტერესო იქნება მათთვის ვინც წერს სოციალურ თემებზე, განსაკუთრებით მარგინალურ ჯგუფებზე: ლგბტ, ეთნიკური უმცირესობები, ქალები და სხვა.

მონაწილეები შეისწავლიან: იდეების სწორად ფორმირებას; რედაქტორთან ურთიერთობას; იმუშავებენ იმ მთავარ შეკითხვებზე, რაც უნდა დაუსვან საკუთარ თავს მასალაზე მუშაობისას; განიხილავენ ძირითად შეცდომებს, რომლებსაც თავი უნდა აარიდონ წერისას. The Calvert Journal-ის რედაქტორები დაგეხმარებიან იდეების ჩამოყალიბებაში და წარდგენაში.

საუკეთესო თემის მქონე მონაწილეებს, მასალის გამოქვეყნების შესაძლებლობა მიეცემათ The Calvert Journal- ში.

ვორქშოფს „ციფრული თხრობა მწერლებისთვის და ჟურნალისტებისთვის“, უმასპინძლებს The Calvert Journal- ის მთავარი რედაქტორი ნადია ბერდი. პროგრამა გაგრძელდება ვორქშოფების მეორე ნაწილით – „ციფრული თხრობა კულტურული პროექტებისთვის“:

https://www.facebook.com/events/1107910412673505/

ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია აქ. 

ვორქშოფების პარტნიორები არიან ბრიტანეთის საელჩო, ფაბრიკა, და სასტუმროების ქსელი Rooms Hotels.

The Calvert Journal-ის შესახებ:

The Calvert Journal არის ჯილდოს მფლობელი ონლაინ ჟურნალი, რომელიც შეისწავლის აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, რუსეთის და ცენტრალური აზიის კულტურას და შემოქმედებით სფეროებს. დაწვრილებითი ინფორმაცია: calvertjournal.com

The Calvert Journal არის Calvert 22 Foundation-ის პროექტი.

 

ka_GEGeorgian