Velvet Session: KID Jesus
07.06.2018
იწყება
20:00
სრულდება
22:00
Velvet Session / სეზონი 2 / სესია 3
7 ივნისს, ფაბრიკის სახურავზე Velvet Session-ის მეორე მასშტაბური სესია იქნება.
მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ KID Jesus – ის კონცერტი, ახალი შემადგენლობით და ახალი მუსიკით.
07/06/18
20 საათი
ბილეთის ფასი: 10 ლარი
ბილეთების შეძენას შეძლებთ შემოსვლისას.
KID Jesus 2012 წელს ჩამოყალიბდა ლევან შანშიაშვილის (გიტარა, ვოკალი), ცოტნე ჩიქობავასა (ბასი) და არჩილ შიოშვილის (დრამი) მიერ, რათა შეექმნათ საუკეთესო ინდი-ჯიზაზ-როკ მუსიკა. მუსიკოსები პირველად “აივანის” მეორე სეზონზე წარსდგნენ. 2012 წელს KID Jesus გაიმარჯვა ისეთ მასშტაბურ პროექტში, როგორიცაა Tbilisi Newcomers. 2013 წელს KID Jesus – მა მონაწოილეობა მიიღო Tbilisi Open Air – ზე, The Subways, Modeselektor, Tricky – გვერდით.
მათ გამოუშვეს პირველი სინგლი, სახელწოდებით, “Hikikomori“. ამის შემდეგ ლევანმა მარტომ გააგრძელა მუშაობა.
2017 წელს გამოვიდა KID Jesus – ის პირველი ალბომი “White Rat”. მეორე ალბომზე მუშაობა ეხლა მიმდინარეობს და ჩვენს სესიაზე პირველად მოისმენთ ამ ალბომიდან სიმღერებს.
ივნისის სესიაზე KID Jesus – ს ახალი შემაგდენლობით ვიხილავთ:
ლევან შანშიაშვილი – გიტარა, ვოკალი;
გიორგი მარი – გიტარა;
გოგა კაკულია – ბასი;
გიგა ჩიხრაძე – დრამი.
facebook.com/kidjesusmusic
youtube.com/kidjesusmusic
soundcloud.com/kidjesus
itunes.apple.com/album/white-rat
store.cdbaby.com/cd/kidjesus1