a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

@Tsibakha – მაქციის ღამე

26.01.2020

Starts At

18:00

Ends At

01:00

თანასოფლელებო,

მგლებმა კიდევ ერთი უდანაშაულო მოქალაქე დაგლიჯეს! შემდეგი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს!
ჩვენ, მთელი სოფელი, ერთად გადავწყვეტთ, რომელია ჩვენ შორის ის, ვინც მთვარის ყოველ ამოსვლაზე სიცოცხლეს გვართმევს.

წიბახაში გელოდებიან “მაქციის” სათამაშოდ, კვირას, 26 იანვარს, 19:00 საათზე.

ვინც არ ფლობთ მაქციებთან ბრძოლის წესებს, უნდა მიბრძანდეთ ბუნაგში სახელად “წიბახა”, 18:00 საათზე, სადაც დაგხვდებათ და ბრძოლის ხელოვნებას დაგაუფლებთ მაქციებთან ბრძოლის დეპარტამენტის მასტერჰედი, დედა მაქციის ამცრემლებელი, ჭუჭრუტანა გოგონას მფარველი ანგელოზი, განტევების ვაცის მიმტევებელი, მელიის მარჩენალი, ჟანგიანი კაცის მესაიდუმლე, ჯადოქრის ბავშვობის მთავარი მოგონება, ორივე დის ოცნების კაცი და უბრალოდ კარგი მონადირე – ბარამ ართქმული.