Soundwave: Killages
14.11.2019
იწყება
20:00
სრულდება
22:30
მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბენდი – Killages.
Killages 2017 წელს დაფუძნებული ელექტრონული ჰიპ-ჰოპის, ალტერნატიული როკ ბენდია. ბენდმა დებიუტშივე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. Altervision Newcomers – ის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, Killages მონაწილეობას იღებს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფესტივალში (Tbilisi Open Air 2017/2018, Bakhmaro Sunset Fest, Black Sea Sound festival, Funday Park, Tbilisi City Festival, Summer Set და ა.შ.).
ბენდმა უკვე მოახერხა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაც და გასულ ზაფხულს პოლონეთში, Majunia Festival – ზე დაუკრა.
სხვადასხვა დროს ბენდს დაუკრავს ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Kadebostany, Akua Naru, Worakls, WhoMadeWho, Cigarettes After Sex, Tom Odell, N’to და სხვა.
Killages – ის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ ერთ – ერთი ყველაზე „იმედის მომცემი“ ბენდია საქართველოში.