a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Soundwave: Eko & Vinda Folio

30.05.2019

იწყება

20:00

სრულდება

SOUNDWAVE – ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა  Velvet Session წარმოგიდგენთ.

SOUNDWAVE  მოხარულია, რომ  მეხუთე სესიაზე წარმოგიდგინოთ ქართული ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები Eko & Vinda Folio.

Eko & Vinda Folio — ერეკლე დეისაძის და თემო ეზუგბაიას პროექტია. მუსიკოსების პირველი ერთობილივი ნამუშევარი სიმღერის „სისტემა უნდა დაინგრეს“ ალტერნატიული ვერსია იყო. მათმა მუსიკამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ერეკლეს და ვინდას პირველი და მთავარი მიზანი იყო მნიშვნელოვანი მესიჯები მიეწოდებინათ ხალხისთვის. სწორედ ამიტომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიმღერის ტექსტს, ასევე სიმღერის ტექსტი ყოველთვის ქართულ ენაზეა. დროთა განმავლობაში მათი მუსიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, რადგან მათგან წამოსული მესიჯები ახალგაზრდებისთვის ძალიან ახლოს იყო. ისინი ცდილობენ ჟანრობივად არ შეიზღუდონ თავი. 2016 წლის ნოემბერში გამოიცა მათი პირველი ორ სინგლიანი ჩანაწერი ფრანგულ ლეიბლზე “Talitres”, რომელშიც სიმღერები “შენ ანათებ” და “აგურით ხელში” შევიდა. 2019 წლის სექტემბერში გამოდის ახალი ალბომი “თერაპია”, რომლის პრემიერაც ჩვენს სესიაზე შედგება.

მაისის სესიაზე ერეკლეს და ვინდას ბენდთან ერთად ვიხილავთ:
ერეკლე დეისაძე – ვოკალი;
თემო ეზუგბაია – გიტარა;
არჩილ სულაქველიძე – ბასი / გიტარა;
სანდრო სულაქველიძე – დრამი.

facebook.com/ekovindafolio
soundcloud.com/vindafolio
talitres.com/en/artists/eko-and-vinda-folio

ka_GEGeorgian