Rooftop Yoga 5
18.06.2019
იწყება
20:00
სრულდება
21:30
ჰათჰა-იოგა ფაბრიკას სახურავზე ბრუნდება!
Tbilisi Yoga Group იწყებს იოგის მეორე სეზონს სახურავზე.
მთელი ზაფხულის განმავლობაში, კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და ხუთშაბთს – მოხდება შეკრება სახურავზე, ყველაზე სასიამოვნო დროს – საღამოს 8 საათზე.
მომზადების დონე – ნებისმიერი. შეზღუდვები სქესის, ასაკის, წონისა თუ საკვები გემოვნების მიხედვით იოგაზე არ იქნება.
მსურველებმა წამოიღეთ იოგა მატი ან სხვა ნებისმიერი დასაფენი, კომფორტული ტანსაცმელი.
მეცადინეობები მიჰყავთ:
სამშაბათი – ქეთი ფანჯაკიძე, Tbilisi Yoga Group- ის ინსტრუქტორი.
ხუთშაბათი – მარია სტეპანოვა, Tbilisi Yoga Group- ის ინსტრუქტორი.
მონაწილეობა – ნებაყოფლობითი შენატანის საფუძველზე.