a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Quitting | ელენე ღვინეფაძე

28.06 - 30.06.2024

იწყება

19:00

სრულდება

22:00

Fabrika Project Space ელენე ღვინეფაძის პერსონალურ გამოფენას ‘QUITTING’ უმასპინძლებს.
გალერეაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 2022-2024 წლებში შესრულებული ნამუშევრები.
მათი ძირითადი ნაწილი იმ საარსებო გარემოზე დაკვირვების შედეგია, რომელშიც ხელოვანი ცხოვრობს, იქნება ეს ურბანული გარემო, ინტერიერი, მათი შემადგენელი სხვადასხვა ელემენტი, ბავშვობის სასიამოვნო მოგონება თუ ყოველდღიურობა, რაც პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერისთვის ბუნებრივი პროცესია.
‘QUITTING’ გამოფენის სახელწოდება ასახავს კომფორტის ზონიდან, სხვადასხვა არასასიამოვნო მოცემულობიდან გამოსვლის და წამოსვლის მნიშვნელობას ადამიანის განვითარებისთვის.
მისი, როგორც არტისტის მთავარი მიზანია ნამუშევრებმა სხვადასხვა სახის სასიამოვნო შეგრძნება აღძრას დამთვალიერებელში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
+995 592 175 533
ka_GEGeorgian