დროის შემდეგ
07.07 - 14.07.2023
იწყება
17:00
სრულდება
21:00
“დროის შემდეგ” ეხმიანება ემანუელ ლევინასის ნაშრომს “დრო და სხვა”, სადაც საუბარია დროზე, როგორც დინამიურ მცნებაზე და კვალზე, რომლითაც ხდება ადამიანის ეთიკური ჰორიზონტის გაფართოება ურბანულ სივრცეში. ლევინასი თვლის, რომ ჩვენი წარსული გამოცდილება და მოგონებები ჩვენში ტოვებს კვალს, რომელიც აყალიბებს ჩვენ სუბიექტურ რეალობას და გვაშორებს ეგოცენტრულ ხედვას.
ექსპოზიცია წარმოადგენს სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა მედიუმს, როგორიცაა სახვითი ხელოვნება, ციფრული მედია და ინსტალაცია. მათში აღიბეჭდება კომპლექსური ურთიერთობა ქალაქის, მაცხოვრებლების და მათ ისტორიებს შორის.