a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

პოეზიის საღამო: ვკითხულობთ ჩვენს საყვარელ პოეზიას

12.08.2019

იწყება

20:00

სრულდება

22:00

თანამედროვე ცხოვრების სტილი და ამბის თხრობა თანდათან დასცილდა პოეზიას. პოეზია, როგორც ფორმა, ჰარმონიასთან ასოცირდება და მის ნაკლებობას ხშირად ვგრძნობთ.

პოეზის უნივერსალურ ენაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, თუმცა ხშირად გვიჭირს პოეზიის ენით საუბარი და თვითგამოხატვა – ამიტომაც გვინდა მოგიწვიოთ ფაბრიკის სახურავზე და წავიკითხოთ ჩვენი საყვარელი ლექსები, სხვადასხვა ავტორებისგან, სხვადასხვა ენაზე, შემოვუშვათ მეტი პოეზია ჩვენში.

არ გვექნება სცენა, არ მოვიწვევთ კონკრეტულ ადამიანებს და ექსპერტებს – ყველა ერთად დავსხდებით და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენ საყვარელ ლექსებს ნებისმიერ ენაზე.
ლექსის წაკითხვა არ ნიშნავს მხატვრულად წაკითხვას, როგორც ჟღერს ეს ლექსი ჩვენთვის ბუნებრივად, ისე წავიკითხავთ.

ka_GEGeorgian