a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Plant Shop-ის ლექცია №1- ლანდშაფტის არქიტექტურა

by Plant Shop

25.11.2017

იწყება

17:00

სრულდება

18:30

მმოხარელები ვართ, გაცნობოთ, რომ Plant Shop იწყებს საგანმანათლებლო ლექციების სერიას, რომელსაც წაიკითხავს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია „კრეატოპია“-ს პრეზიდენტი, ლანდშაფტური ბიურო „ორქიდეა და ბამბუკი“-ს დირექტორი და Plant Shop-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინო შენგელია.

პირველი ლექციის თემა:
▪ ლანდშაფტის არქიტექტურა და მისი როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
▪ პროფესიის არსი;
▪ მისი მიზნები და გამოყენების სფერო;
▪ ლანდშაფტის არქიტექტურის განვითარების ისტორიიდან;
▪ ძირითადი ტენდენციები და მნიშვნელოვანი პერსონები ამ დარგში;
▪ პროფესიასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩვენს ქვეყანაში;
▪ 2016 წლის დეკლარაციის შესახებ;
▪ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები.

ნინო შენგელია საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსების სამი მთავარი პრიზის მფლობელია ნომინაციაში- „საუკეთესო ლანდშაფტური პროექტის განხორციელება“ 2010, 2011 და 2016 წლებში. 2016 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ლანდშაფტის არქიტექტორთა მსოფლიო კონგრესში, ქალაქ ტურინში. არის ავტორი ბევრი საზოგადო და კერძო ლადშაფტური პროექტისა. ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მთაწმინდის პარკის ლანდშაფტური განახლების პროექტი.

ლექცია მოიცავს ვიდეო და ფოტო მასალას, ასევე, კითხვა-პასუხისთვის განკუთვნილ დროს.

დასწრება თავისუფალია.

ka_GEGeorgian