a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Plant School Open Day

17.03.2019

იწყება

19:00

სრულდება

Plant Shop საგანმანათლებლო ხაზის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ახალ სასწავლო სივრცეს და გიწვევთ ღია კარის დღეზე Impact Hub Tbilisi-ში, კვირას, 19:00 საათზე.

Plant School არის ახალი სასწავლო სივრცე, რომელიც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის კურსებს მებაღეობის მიმართულებით.
სკოლის მიდგომა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და პროფესიონალიზმია.

სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მებაღეობის კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

პირველ ეტაპზე გთავაზობთ კურსს მათთვის, ვისაც სურს მებაღეობის საფუძვლიანად შესწავლა.

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მასალას, გაძლევთ საშუალებას ჩაერთოთ რეალურ პროექტებში და დასაქმდეთ მომავალში.
კურსის ფარგლებში შეისწავლით პრაქტიკულ მებაღეობას, სათბურის და სანერგე მეურნეობის მართვას, ბოტანიკის საბაზისო ნაწილს, ლადშაფტის არქიტექტურის ისტორიას, ძირითად საკითხებს ფიტოპათოლოგიაში, ენტომოლოგიაში და ნიადაგმცოდნეობაში.
გარდა ამისა, პერიოდულად გექნებათ საშუალება შეხვდეთ მოწვეულ სტუმრებს, მოუსმინოთ მასტერკლასებს და მიიღოთ მათგან რეკომენდაციები.
კურსდამთავრებულები მიიღებენ პროფესიონალი მებაღის სერთიფიკატს.

ხანგრძლივობა: 7 თვე
დრო: 3 დღე კვირაში
ფასი: 350 ლარი თვეში.
.
სკოლა უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას და კვებას.
კონტაქტი: plantshoptbilisi@gmail.com 577401610

ka_GEGeorgian