Plant School – ღია კარის დღე
29.02.2020
იწყება
18:00
სრულდება
19:00
Plant School-ში მიღება იწყება!
თუ მებაღეობის პროფესიულად შესწავლა გინდა, გვეწვიე ღია კარის დღეზე და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია:
რას მოიცავს Plant School-ის პროგრამა და როგორია მიღების პირობები.
რა პერსპექტივები და დასაქმების შესაძლებლობები აქვთ მებაღეებს საქართველოში.
Plant School საგანმანათლებლო პროექტია, რომლის პირველი ნაკადი წარმატებით დასრულდა, მეორე კი ამჟამად მიმდინარეობს.
კურსი 6 თვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალას.
დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ საკუთარი მეურნეობის გაძღოლას და ბაღების მოვლის დაგეგმვას, ექნებათ სათბურში მუშაობის გამოცდილება.
გაიცემა პროფესიული სერტიფიკატი.
29 თებერვალი, 18:00 საათი.
ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზი.
დასწრება თავისუფალია.