a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

PechaKucha Night Tbilisi vol. 7

22.03.2019

იწყება

19:20

სრულდება

23:00

PechaKucha Night – ის მოძრაობა დაიწყო ტოკიოში 2003 წლის თებერვალში, როგორც ღონისძიებათა სერია, ის განკუთვნილი იყო ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, შესახვედრად და სანეთვორქინგოთ. იაპონურად – PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.

PechaKucha Night ახლა უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს და წარმოადგენს არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლათფორმას, სადაც შემოქმედებითი ხალხი, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ იდეებს, პროექტებს, ნამუშევრებს და ცვლიან აზრებს PechaKucha 20×20 ფორმატში.

PechaKucha 20×20 არის მარტივი პრეზენტაციის ფორმატი, სადაც სპიკერი წარმოადგენს 20 სლაიდს და თითო სლაიდის მოსაყოლად აქვს 20 წამი. სლაიდები იცვლება ავტომატურ რეჟიმში, რომელიც სპიკერის თემის ვიზუალიზაციას ახდენს.

PechaKucha Nigh Tbilisi vol. 7-ის თემა არის “ციფრული მედია ტრენდები”.

თანამედროვე ტექნოლოგიები მედია სამყაროს თავდაყირა აყენებს. ახალი აპლიკაციები, სოციალური მედიის არხები, სმარტფონებიანი ადამიანები, დრონები, 360-გრადუსიანი გამოსახულებები, VR ამბები და სხვა ახალ-ახალი ტერმინები ინფორმაციულ ხმაურს ქმნის. ამ არეულობაში სულ უფრო რთულდება აუდიტორიამდე ჩვენი ამბების მიტანა. რა უახლესი ტენდენციებია გლობალურად და რამდენად უწყობს ფეხს ამ ყველაფერს მედია საქართველოში? რა მუშაობს კარგად და რა უნდა განვითარდეს უფრო მეტად?

PechaKucha Night Tbilisi vol. 7-ზე ერთ სივრცეში შეიკრებიან მედია პროფესიონალები, შემოქმედებითი ადამიანები, ანტრეპრენერები და ჩეინჯმეიქერები, რათა ისაუბრონ, იმსჯელონ, გაგვიზიარონ თავიანთი ამბები და შთაგვაგონონ. PechaKucha Night Tbilisi ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს მოისმინოს, ისწავლოს, ინეთვორქინგოს და დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

სპიკერები:
🎤 ლალი ცერცვაძე, მეტი ვიდრე რედაქტორი, ForSet • ფორსეტი
🎤 დომინიკ ცაგარა, აღმასრულებელი დირექტორი, OC Media
🎤 სოფო დათიშვილი, რეპორტიორი, Radio Free Europe/Radio Liberty-ს ბიურო საქართველოში (რადიო თავისუფლება)

✨ დანარჩენ სპიკერებსაც მალე გაგაცნობთ.

ივენთი და პრეზენტაციები ინგლისურენოვანია.

PechaKucha Night Tbilisi vol. 7 ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და ForSet • ფორსეტი-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის მიერ. ივენთის მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

🗓 თარიღი: 22 მარტი, პარასკევი
🕖 დრო: კარები იღება – 19:19, ივენთი იწყება – 20:20
🗺 მისამართი: Fabrika, ნინოშვილის 8

🎫 ბილეთები:
🔗 https://tkt.ge/Show/6667/pechakucha-night-tbilisi-vol-7
🔗 https://eventer.ge/event/pk/1185/ka
🔗 https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/pechakucha-nigh-tbilisi-vol-7-pechakucha-nigh-tbilisi-vol-7

⚠️ გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეღუდულია (სულ 140 ბილეთი).

♥️ არტვორქი და ივენთის პოსტერი დამზადებულია ია ნინოშვილის მიერ (ForSet • ფორსეტი).

ka_GEGeorgian