Paul Thiltges Masterclass in Tbilisi – დღე 1
24.09.2019
იწყება
10:00
სრულდება
16:00
2019 წლის 24-25 სექტემბერს, „ქალები კინოსა და ტელევიზიში — კავკასია“-ს (WIFT Caucasus) და შემოქმედებითი ევროპის „საქართველოს დესკის“ ორგანიზებით, ასევე USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით, ფაბრიკაში გაიმართება პოლ თილთჯესის მასტერკლასი: 50/50 Masterclass in Co-production, Sales & Distribution.
2 დღიან მასტერკლასში მონაწილეობის მიღება შეეძლება მოტივაციის საფუძველზე შერჩეულ 20 კანდიდატს. WIFT International-ის 50/50 ინიციატივის შესაბამისად, მონაწილეების შერჩევისას შევეცდებით დავიცვათ გენდერული ბალანსი.