a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Open Door Day – AlphaBeta Workshops @ Blackdog shop

21.04.2019

Starts At

18:00

Ends At

20:00

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი რეზიდენტი, მაღაიზა-სახელოსნო Black Dog Shop იწყებს სახელოვნებო კურსების სერიას – AlphaBeta Workshops.

შრიფტის ხელოვნება არ კარგავს პოპულარობას და მისი გამოყენების მნიშვნელობა ვიზუალურ ხელოვნებაში დღემდე ძალიან დიდია.

AlphaBeta Workshop მოიცავს პრაქტიკულ კურსს და ლექციებს, სადაც ხელოვნებითა და შრიფტებით დაინტერესებული სტუდენტები (16+), შეისწავლიან გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტს – კლასიკურ კალიგრაფიას და ლეთერინგს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან შრიფტის აგებისა და კომპოზიციის საფუძვლებს. პრაქტიკული სავარჯიშოების წყალობით დაეუფლებიან სხვადასხვა საწერ-სახატი საშუალებებით ასო-ნიშნების აგებისა და მათი კონსტრუირების ტექნოლოგიას.

კურსის განმავლობაში Black Dog Shop სტუდია უზრუნველყოფს საჭირო მასალას.