ღია კარის დღე – AlphaBeta Workshops @ Black Dog Shop
28.02.2019
იწყება
20:00
სრულდება
22:00
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი რეზიდენტი, მაღაიზა-სახელოსნო Black Dog Shop იწყებს სახელოვნებო კურსების სერიას – AlphaBeta Workshops.
შრიფტის ხელოვნება არ კარგავს პოპულარობას და მისი გამოყენების მნიშვნელობა ვიზუალურ ხელოვნებაში დღემდე ძალიან დიდია.
AlphaBeta Workshop მოიცავს პრაქტიკულ კურსს და ლექციებს, სადაც ხელოვნებითა და შრიფტებით დაინტერესებული სტუდენტები (16+), შეისწავლიან გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტს – კლასიკურ კალიგრაფიას და ლეთერინგს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან შრიფტის აგებისა და კომპოზიციის საფუძვლებს. პრაქტიკული სავარჯიშოების წყალობით დაეუფლებიან სხვადასხვა საწერ-სახატი საშუალებებით ასო-ნიშნების აგებისა და მათი კონსტრუირების ტექნოლოგიას.
კურსის განმავლობაში Black Dog Shop სტუდია უზრუნველყოფს საჭირო მასალას.
კურსის ხანგრძლივობა: 5 – 28 მარტი
გაკვეთილის ჩატარების დრო: 20:00 – 22:00 საათზე, სამშაბათი და ხუთშაბათს, სულ 8 გაკვეთილი
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი
კურსის საფასური: 280 ლარი
მისამართი: თბილისი, ფაბრიკა / ნინოშვილის ქუჩა, N8
საკონტაქტო : [email protected]
რეგისტრაცია : მიწერეთ Black Dog Shop-ს ზემოთ მითითებულ მეილზე თქვენი სახელი, გვარი, ასაკი და მობილურის ნომერი.